გაკვეთილის გეგმა
მასწავლებლის სახელი გვარი, პირადი ნომერი: დავით ხოფერია
საგანი: სპორტი
კლასი: VII-3
მოსწავლეთა რაოდენობა: 25
გაკვეთილის თემა: კალათბურთის ფარისკენ ყურება ბურთის დაჭერის პროცესში
გაკვეთილის მიზანი: გაკვეთილის მიზანია, მოსწავლემ შეძლოს ისეთი მოძრაობითი უნარ-ჩვევების განვითარება საგაკვეთილო პროცესში, რომელიც ხელს შეუწყობს ძირითადი ტექნიკური ელემენტების დაუფლებას.
გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:
სპ.VII-IX.4. მოსწავლეს შეუძლია სპორტული აქტივობისას წარმოაჩინოს ყველა ძირითადი და აუცილებელი მოძრაობითი უნარ-ჩვევა.
· აქტიური ვარჯიშობით აუმჯობესებს ადრე ათვისებულ ძირითად მოტორულ უნარ-ჩვევებს;
· მონაწილეობს გუნდურ თამაშებში, როგორც გუნდის სრულუფლებიანი
წევრი;
· დაუფლებულია სპორტის ძირითად სახეობებსა და სპორტულ თამაშებს;
· აქტიურად იყენებს მუსიკალურ თანხლებას და ცეკვის ილეთებს ვარჯიშის დროს (აერობიკა, რიტმიკა, სპორტული ცეკვა);
· შეჯიბრისა და ვარჯიშების წინ ასრულებს მოსამზადებელ ვარჯიშებს;
· გონებრივი შრომით განვითარებული
დაღლილობის შემთხვევაში, აღდგენის მიზნით უპირატესობას ანიჭებს აქტიურ დასვენებას (მოძრავი თამაშები, სახალისო სპორტული თამაშები და ა.შ).
წინარე ცოდნა: იციან კალათბურთის
წესები, ფლობენ ბურთის ტარების ტექნიკას.
გამოყენებული რესურსი: კალათბურთის
ბარები, კალათბურთის ბურთები, ინტერნეტი, პროექტორი, ელექტრონული პრეზენტაცია,
ლეპტოპი.
გაკვეთილის მსვლელობა 45 წუთი.
საჭირო ინვენტარი:
1. კალათბურთის ბურთი - 10 ც
2. კალათბურთის ფარი იმიტაცია კედელზე - 4 ც
3. „------------„ „-------------„ – 2ც
4.
აქტივობის აღწერა
|
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
|
კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები
|
სასწავლო რესურსები
|
დრო (წთ)
|
|
1
|
გაკვეთილის A ფაზა _ გამოწვევა
საორგანიზაციო საკითების მოწესრიგება:
მოწყობა, გათვლა, მისალმება
|
ვერბალური ახსნა
|
მთელი კლასი
|
სპორტდარბაზი
|
2 წთ
|
2
|
რბენა- რბენა დარბაზის
ირგვლივ სიჩქარის ცვლით,
რბენა გვერდითი წახტომებით მარჯ. მარცხნივ,
რბენა სიმაღლეზე ხტომით ბრუნში,
ნელი სირბილი, სუნთქვის რეგულირება
|
მოთელვა
|
მთელი კლასი
|
3 წთ
|
|
3
|
გაკვეთილის B ფაზა _ ცოდნის
კონსტრუირება
გაკვეთილის I ნაწილი
-
საერთო განმავითარებელი ვარჯიშთა კომპლექსი:
ვარჯიში N1:
საწ. მდგ. ფეხები
მხრების სიგანეზე, ხელები განმკლავში თითების მოხრა და გაშლა სწრაფძალისმიერი მოძრაობით. ფეხის წვერებზე წახტომების შესრულება.
ვარჯიში N2:
საწ. მდგ. ფეხები
მხრების სიგანეზე, ხელები თითებით შეჯვარებული სწრაფი ძალისმიერი მოძრაობები მაჯებით.
ვარჯიში N3:
საწ. მდგ. ფეხები
მხრების განივზე, ხელები დოინჯში. თვლაზე 1, 2 მარჯვენა ხელის
თავსზემოდან გადატანით ზნექი მარჯვნივ უარამდის, 3,4-ზე
იგივე მოძრაობა საწინააღმდეგო მიმართულებით.
ვარჯიში N4:
საწ. მდგ. ფეხები
მხრების სიგანეზე, ხელები დოინჯში. თვლაზე 1,2 ჩაჯდომი, 3,4-ზე ადგომა წახტომით საწყის მდგომარეობაში დაბრუნება.
ვარჯიში N5:
წახტომები ადგილზე სიმაღლეში
|
ზოგადგანმავითარებელი ვარჯიშები
|
მთელი კლასი
|
სპორტდარბაზი
|
10 წთ
|
4
|
გაკვეთილის II ნაწილი
- ძირითადი.
კალათბურთის ფარისკენ ყურება ბურთის მიღების დროს
|
ახალი მასალის მიწოდება
|
მთელი კლასი
|
კალათბურთის ფარი, ბურთი
|
25 წთ
|
5
|
გაკვეთილის III ნაწილი
- დასკვნითი.
დარბაზის ირგვლივ სირბილი ძუნძულით. ხელები ზემოთ ჩავისუნთქოთ, მოვიხაროთ და ხელების დაფერთხვით ამოვისუნთქოთ. იგივე მოძრაობა გავიმეოროთ სიარულში.
საშინაო დავალების მიცემა
|
ზოგადგანმავითარებელი ვარჯიშები
|
მთელი კლასი
|
სპორტდარბაზი
|
5წთ.
|
გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:
·
მოსწავლეები გაიგებენ გაკვეთილზე
განსავითარებელი იმ უნარ-ჩვევის შესახებ, რომელიც ხელს უწყობს მათი ძირითადი ტექნიკური ელემენტების დახვეწას.
·
მოსწავლეები შეიქმნინ განწყობას გაკვეთილისთვის.
·
მოსწავლეები მასწავლებლის მითითებით ახერხებენ ფიზიკური აქტივობების შესრულებას,.
·
ისინი ადექვატურად რეაგირებენ მასწავლებლის მითითებებზე.მოსწავლეები ეუფლებიან აუცილებელ მოძრაობით მოქმედებებს,
·
ეუფლებიან ძირითად ტექნიკურ ელემენტებს.
შეფასების სქემა:
შეფსების კრიტერიუმები
|
პირობითი ჩათვლა
|
ჩათვლა
|
წარმატებული ჩათვლა
|
მომზადებული გაკვეთილისთვის
და იცავს დისციპლინას
|
არ არის მომზადებული; ძალიან უძნელდება დისციპლინის დაცვა.
|
სანიმუშოდ არის მომზადებული და იცავს გაკვეთილის დისციპლინას
|
სანიმუშოდ არის მომზადებული და იდიელურად იცავს
დისციპლინას
|
სწორად და ადეკვატურად აღიქვამს მასწავლებლის
ნასწავლ ილეთებს.
|
არ შეუძლია სწორად აღიქვას მიცემული დავალება.
|
კარგად აღიქვამს დავალებებს დაითვისებს ახალი ილეთებს.
|
სანიმუშოა და ყველაფერს იდეალურად იგებს და ითვისებს.
|
ქცევისა და ემოციების კონტროლი
|
ნაკლებად გააჩნია ქცევის კონტროლი.
|
აკონტროლებს ემოციებს, გაწონასწორებულია.
|
შესანიშნავად იცის რას აკეთებს კარგად.
აკონტროლებს ემოციებს.
|
ხალისით ასრულებს შესაბამის ვარჯიშებს
|
თითქმის არასრულებს მიცემულ ვარჯიშებს.
|
ხალისით ასრულებს ფიზიკურ ვარჯიშებს.
|
ხალისით და ინტერესით ასრულებს შესაბამის ვარჯიშებს.
|
ხელმოწერა: დ. ხოფერია
თარიღი:
Комментариев нет:
Отправить комментарий